16 სექ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსხვილ ჩინურ ჰოლდინგ Shenzhen Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
თავის მხრივ, ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შემოთავაზებებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კომპანიის პრეზიდენტმა მოაწერეს.