საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინური ჰოლდინგის DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

16 სექ 2026

მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აღნიშნულ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს.  აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ქვეყანაში შემოსვლას. 

DBH Group-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესჯგუფია, რომელიც 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი.