16 სექ 2026
ევროკავშირი კანადას გზას უხსნის, გახდეს მისი პირველი „ასოცირებული წევრი“. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროკავშირის მდგომარეობის“ შესახებ ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, კანადასთან ურთიერთობები უმაღლეს შესაძლო დონეზე აიყვანოს.
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სტრასბურგში იმყოფება. ის პირველი უცხოელი მთავრობის მეთაურია, რომელიც „ევროკავშირის მდგომარეობის“ შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრო.
კარნი ახალი პარტნიორობის ძიებაშია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან კანადის სუვერენიტეტის წინააღმდეგ განმეორებითი მუქარის ფონზე.