16 სექ 2026
ლა-პასის ქუჩებში, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლივიელი მასწავლებლები გამოვიდნენ ფასების ზრდა, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და საწვავის გაძვირება გააპროტესტეს. პროტესტის დროს მასწავლებლები მთავრობის სოციალური პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
საპროტესტო მსვლელობის ლიდერი პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სპეცრაზმი პირდაპირ დემონსტრანტების ჯგუფს ემუქრებოდა.
ამ კვირის ბოლოს, ბოლივიის პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის კიდევ 90 დღით გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს. მისი მოქმედების ვადა 18 სექტემბერს იწურება.