16 სექ 2026
ნავთობტანკერი „ელ-გაია“ ჰორმუზის სრუტის სამხრეთით მდებარე აკრძალულ ზონაში გადაადგილებისას საზღვაო ნაღმებმა დააზიანა. ინფორმაციას ირანული სააგენტო „ფარსი“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა და მას ყალბი უწოდა.
ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, ნავთობტანკერი გასულ თვეში ირანულმა რაკეტამ დააზიანა, რის გამოც იგი ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა.
„ელ-გაია“ იმ 77 გემს შორის ფიგურირებდა, რომლებმაც, ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის წესები დაარღვიეს.
ირანი მათ აფრთხილებდა, რომ მომავალში სრუტის გავლისას შესაძლოა დაჯარიმებულიყვნენ, დაეკავებინათ ან გემების კონფისკაცია მომხდარიყო.