16 სექ 2026
აშშ-ის სამხედრო უწყებამ გაავრცელა კადრები, რომლებზეც, მათი განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ სამხედრო მფრინავის გადარჩენის ოპერაციაა აღბეჭდილი. ოპერაცია მაღალი რისკის შემცველი მისიის ფარგლებში განხორციელდა.
ირანში ჩარჩენილი ამერიკელი მფრინავი აშშ-ის სამხედრო ძალებმა უსაფრთხო ადგილას 5 აპრილს გადაიყვანეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამხედრო მოსამსახურე გადაარჩინეს.
ტრამპმა ირანის მთიან რეგიონში ჩატარებული ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში მსგავსი ტიპის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ მისიად შეაფასა.