სტაჟირება პროკურატურაში

16 სექ 2026

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. კონკურსის ელექტრონულად ტარდება და კონკურსანტებს 100 სპეციალიზაციის ტესტური დავალების საპასუხოდ 4 საათი აქვთ. გამსვლელი ქულა 75-ია.

სტაჟიორთა კონკურსი სამ ეტაპიანია. წარმატებული კანდიდატები 2 თვიან მოსამზადებელ კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის სტაჟიორთა კონკურსის ტესტირებები 15 სექტემბერს დაიწყო და  18 სექტემბერს დასრულდება.