16 სექ 2026
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცავებმა ბათუმსა და ხელვაჩაურში ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.