Trump Tower Tbilisi-ის პროექტი - შეფასებები

16 სექ 2026

''ინვესტორებისთვის მწვანე შუქი“ - ასე აფასებს პოლიტიკოსების ნაწილი, საქართველოში ,,ტრამპ თაუერის” პროექტის საქართველოში შემოსვლას.  

დეპუტატები აქცენტს აკეთებენ, რომ კიდევ ერთი  საერთაშორისო მნიშვნელობის ბრენდის საქართველოში დაინტერესება სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა  და ქვეყნის განვითარებაზე მიუთითებს. მათი თქმით, ეს არის სიგნალი რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება პრესტიჟულია.   

მათი თქმით, უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაში.