16 სექ 2026
''ტრამპთაუერ თბილისი“ რეგიონში პირველი პროექტი ტრამპის ბრენდის ქვეშ. ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება დედაქალაქში გაიმართა.
კომპანია „არქის“ ინფორმაციით, „ტრამპთაუერ თბილისი“, ტრამთაუერი თბილისი-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტი „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, „გენსლერ სტუდიის“ დირექტორი და საცხოვრებელი მიმართულების რეგიონული ხელმძღვანელი, ასევე პროექტის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები საქართველოში, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დისტანციურად ჩაერთო „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი.