გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

16 სექ 2026

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე კი დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

დღევანდელ სხდომაზე კი მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ, ასევე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული მაღალჩინოსანი  გრიგოლ ლილუაშვილი.  სწორედ ამის შემდეგ მოსამართლე ნინო თარაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. 

გრიგოლ ლილუაშვილს  ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.