თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნა და განათლების მინისტრის მილოცვა

15 სექ 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლა გახსნეს და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები და კეთილმოეწყო შენობის გარე სივრცე. შენობას დაემატა ორი ახალი ფლიგელი. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.

დამონტაჟდა ახალი საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემები. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.