15 სექ 2026
საკალათბურთო კლუბ „ბათუმის“ შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ცნობილია. ბუბა ბერიშვილის გუნდში გიორგი ოჩხიკიძე, ნიკოლოზ ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, საბა სალაძე, ვაკო წულეისკირი, ვალდი ზეფირი, ლევან ბაბილოძე, კარსონ ბაშამი, დიანისი გრიგორიანი და ლარი ჰოეული ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს ხვალ გამართავს. შავიზღვისპირელების მეტოქე შვეიცარიის ჩემპიონი „ფრიბურგ ოლიმპიკი“ იქნება.
წარმატების შემთხვევაში, „ბათუმი“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლას გააგრძელებს, მარცხის შემთხვევაში კი ასპარეზობას ფიბას ევროპის თასზე განაგრძობს.