15 სექ 2026
2026-27 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლეებით დაიწყო. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც,მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ.
ასევე დღეიდან, საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმის ტარება სავალდებულოა,ამ ეტაპზე სკოლაში ფორმებით პირველკლასელები გამოცხადდნენ, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი სასკოლო სამოსის შეძენა პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.
დღეიდან, საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო პროცესში მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებს ვერ გამოიყენებენ. სკოლაში მისულმა ბავშვმა მობილური ტელეფონი ან „ჭკვიანი“ საათი, გამორთულ მდგომარეობაში, სპეციალურად მოწყობილ დაცულ სათავსოში უნდა შეინახოს.
რაც შეეხება კონკრეტულად აჭარას , რეგიონში 72 907 მოსწავლეა, მათგან 5600 პირველკლასელი.აჭარის განათლების მინისტრის ინფორმაციით ახალ სასწავლო წელს აჭარა 25 რეაბილიტირებული და 4 ახალი სკოლით შეხვდა ,მათგან ბათუმის 21 -ე სკოლა არის სრულიად ახალი, 1400 ბავშვზე გათვლილი, რომელიც რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება.