ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზოოლოგიური განყოფილების განცხადება

15 სექ 2026

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზოოლოგიურ განყოფილებაში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ, სოციალურ ქსელით გავრცელებულ კადრებს ეხმაურებიან. აქ აცხადებენ, რომ კადრები  ზოოპარკის ტერიტორიაზეა გადაღებული და ემსახურება დეზინფორმაციას, თითქოს დათვის ბელები  არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

ზოოლოგიური განყოფილების უფროსის განცხადებით, მათ ყველა პირობა აქვთ და ასევე დაცულია კვების რეჟიმიც. მისივე თქმით, ორი ბელი ზოოპარკში გაზაფხულზე, გარემოს დაცვის თანამშრომლებმა მიიყვანეს და მას შემდეგ აქ არსებულ ვოილერებში იმყოფებიან. ისინი უკვე 7 თვის არიან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიდ ზოოპარკში გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ბათუმის ზოოლოგიური განყოფილების ვოილერები დათვებზე არ არის გათვლილი. თუმცა ბოტანიკური ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ უკვე მუშაობენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დათვების ადგილზე მოვლა. განიხილება ასევე მათი ნაკრძალში გაშვებაც. რაც შეეხება ზოოლოგიურ განყოფილებას.

ამ დროისთვის აქ ჩლიქოსნების 4, ასევე თუთიყუშების 4 და პრიმატების 6 სახეობა ჰყავთ.