„საქსტატი“ - 2026 წლის II კვარტალში  საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა 

15 სექ 2026

2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2 389 ლარი შეადგინა - საშუალო ხელფასის სიდიდით ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი - ასეთია საქსტატის მონაცემები, რომელიც ეხება 2026 წლის II კვარტალს. 

მათივე ცნობით,  საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.