15 სექ 2026
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ამ მიმართულებით “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები პროექტი და მისგან გამომდინარე ოთხი კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.
ინიციატივა დეპუტატებს სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონტროლის მექანიზმი არ იყო ისეთი, როგორც საჭირო იყო და ათასობით მეწარმემ ასობით მილიონი ლარი - საპენსიო შენატანი საკუთარ თანამშრომლებს არ ჩაურიცხა.