ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაერთიანების საკითხი

15 სექ 2026

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაერთიანების საკითხს.

ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. მმართველი გუნდი სამინისტროების გაერთიანების მიზეზად დეცენტრალიზაციას ასახელებს.

ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ სამინისტროების მორგება კონკრეტულ ადამიანებზე ხდება.