პოლიტიკური განცხადებები

15 სექ 2026

ეკონიმიკური ზრდა, მომატებული ხელფასები, ახალი სასწავლო წლის  დაწყება, უფასო უმაღლესი განათლება, ქონების გადასახადის მოხსნა, საპენსიო ამნისტია - ამ საკითხებზე  განცხადებები უმრავლესობის წევრებმა დღეს საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში გააკეთეს. პარალელურად გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის  თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ თბილისში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება და ქვეყანა არ აპირებს სხვის იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩართვას.

დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული იყვნენ  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. კონკრეტულ პასუხებს ითხოვდნენ შემცირებულ დემოგრაფიულ მაჩვენებელზე, გახარიას პარტიის აკრძალვაზე, მათივე მტკიცებით, გაზრდილ კრიმინოგენულ სტატისტიკასა და ჩორჩანის საგუშაგოს დემონტაჟის მოთხოვნაზე.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს ქართული ოცნების დეპუტატი გამოეხმაურა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპონენტებს უთხრა, რომ   ეს  თემა  არ არის მათთვის  მომგებიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა აქცენტი, როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებებით დადასტურდა, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს ყიდის.

ფაღავას შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ამომრჩევლის ნებით ვაჭრობს.