თბილისში მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო ბანაკი დასრულდა 

15 სექ 2026

ირაკლი დოლაბერიძე მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო ბანაკის დახურვას დაესწრო. 10-დან 14 სექტემბრის ჩათვლით თბილისში რეგიონში პირველად Real Madrid Foundation Basketball Camp-ი მოეწყო.

ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს ფონდის სპეციალურად შემუშავებული სპორტულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კალათბურთის ტექნიკურ და სპორტულ განვითარებას ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებთან აერთიანებს, როგორიცაა გუნდურობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და პატივისცემა.

ახალგაზრდა კალათბურთელები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ბანაკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ სპორტულ კომპლექსში მოეწყო.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.