15 სექ 2026
დღეს ინგლისის ლიგის თასზე „ლივერპულის“ კარს „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ, განაცხადა.
ესპანელმა სპეციალისტმა ქართველ მეკარეს ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი შესაძლებლობების სჯერა. ამის დასტურად კი ის ფაქტიც მოიყვანა, რომ „ბორნმუთში“ მუშაობის დროს მამარდაშვილის საკუთარ გუნდში გადაყვანა სურდა.
„ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი „ენფილდზე“ გაიმართება. მატჩში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.