15 სექ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობაზე ჯამში 35 მედალი მოიპოვეს — 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
15-წლამდელთა ნაკრებმა ქულათა მიხედვით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ამ ასაკობრივ კატეგორიაში 5 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. მათ ანგარიშზე 9 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ქართველ გოგონათა ნაკრების წევრებმა კი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.