15 სექ 2026
ბიზნესს სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სავალდებულო ჰიგიენური მოთხოვნები და შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებს. შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ძირითადი მსჯელობის საგანი იყო, ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობა და საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება.
ასევე, განიხილეს შეფუთვისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეტიკეტირების წესების საკითხები. სურსათის ეროვნული სააგენტო მსგავს შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს.