დაკავება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის და იძულების ბრალდებით

15 სექ 2026

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.