15 სექ 2026
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა - შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოცხადდეს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის ადვოკატები წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვას.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სუს-ის ყოფილი უფროსი მზად არის, საბოლოო სიტყვაც დღესვე თქვას. თუკი, ასე მოხდება, არ არის გამორიცხული, მოსამართლე ნინო თარაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სუსის ყოფილი უფროსი კორუფციულ დანაშაულშია ბრალდებული.