ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ

15 სექ 2026

ეროვნული თავდაცვის აკადემიას 100-ზე მეტი პირველკურსელი იუნკერი შეუერთდა. მათ აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს. იუნკერებს დაურიგდათ სამხედრო ფორმები, რის შემდეგაც, ყაზარმებში გადანაწილდნენ.

სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.

პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე.