ახალი სასწავლო წელი ქედაში

15 სექ 2026

ახალ სასწავლო წელს სამ სკოლაში სარემონტო სამუშაოებია ქედაში. რეაბილიტაცია უტარდება მერისის, პირველი მაისის და მახუნცეთის სკოლებს.

რესურსცენტრის ინფორმაციით, მახუნცეთის სკოლაში სწავლა ამ ეტაპზე ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს.

პირველი მაისის სკოლის მოსწავლეები კი დროებით დაბა ქედის სკოლაში არიან გადანაწილებული. ქედაში ჯამში 29 სკოლაა.