სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექ 2026

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლებმა ქვეყნის მასშტაბით 45 000 პირველკლასელი მიიღეს, 30 სკოლა კი მოსწავლეებს სრულიად განახლებული სასწავლო გარემოთი დახვდა.

განათლების, მინისტრმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა. გივი მიქანაძემ იმ მთავარ ინიციატივებსა და სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წელს ამოქმედდა.

შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები. მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე განახლებული სახელმძღვანელოები დახვდათ. 

ასევე დაწყებით საფეხურზე სავალდებულო გახდა სასკოლო ფორმის ტარება. აჭარის მასშტაბით სასწავლო პროცესს სულ 72 907 მოსწავლე შეუერთდა, მათ შორის 5 658 პირველკლასელია. რეგიონში სულ  230 საჯარო და 25 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. პარალელურად, აჭარაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 2026 წელს უკვე დასრულდა 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა.

ექვსივე მუნიციპალიტეტში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 სკოლას. წლის ბოლომდე აჭარაში კიდევ 20 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაა დაგეგმილი.