80 ათასზე მეტ პირს ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ ექნება

15 სექ 2026

80 ათასზე მეტ პირს ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ ექნება - ახალი საგადასახადო ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.

კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.