კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

15 სექ 2026

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნება ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოებაში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაია ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული და მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში, ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას,  მათ შორის, ის იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, ის გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, გარკვეული ხნის განმავლობაში, კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.