14 სექ 2026
ტომ ასპინალმა UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული საკუთარი ნებით დატოვა. ბრიტანელი მებრძოლი გადაწყვეტილების მიზეზად თვალის ტრავმას ასახელებს. ასპინალმა დაზიანება 2025 წელს, სირილ განისთან ბრძოლაში მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციები დასჭირდა.
ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზადების პერიოდში მან სპარინგები განაახლა, თუმცა ვარჯიშის დროს მარჯვენა თვალი კვლავ დაიზიანა. ასპინალს ამ ეტაპზე ბრძოლისთვის სამედიცინო ნებართვა არ აქვს. მისი თქმით, ტიტულის დათმობა კარიერის დასრულებას არ ნიშნავს და სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლაში დაბრუნებას გეგმავს.
ასპინალის ტიტულის დატოვების შემდეგ, მძიმე წონის ქამრის ახალი მფლობელი, დიდი ალბათობით, მოქმედი დროებითი ჩემპიონი სირილ განი გახდება.