14 სექ 2026
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნული მიზეზით მოსამართლე თეა ლეონიძემ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას საქმე გადადო.
გვენცაძის საქმე ცალკე გამოიყო. როგორც ლეონიძემ განმარტა, გვენცაძის საქმე სასამართლოს კანცელარიას დაუბრუნდება და მას სხვა მოსამართლე განიხილავს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, როგორც საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, ნიკა გვენცაძემ ბრალი აღიარა და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა.
თოდუას თქმით, გვენცაძეს 1 წლიანი რეალური სასჯელი და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. ის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებას დაახლოებით, ორ კვირაში დატოვებს.