14 სექ 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო, პირველკურსელებს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ.
ღონისძიებაზე სტუდენტებს რექტორმა და პროფესორებმა სიტყვით მიმართეს. სტუდენტების მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 72 პირველკურსელი ჰყავს. მრავალ მიმართულებას სამი ფაკულტეტი აერთიანებს, რომელთაგან ყველაზე მეტი სტუდენტი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჰყავს.
წელს, რექტორის ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს შორის მრავალფეროვანი საერთო აქტივობები და ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი.