ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

14 სექ 2026

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში  წარადგინა. გიორგი კაკაურიძემ  დეპუტატებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ფასების დინამიკის, საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ მონაცემები გააცნო. მისი ინფორმაციით, გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ბოლო 7 თვეში 7,9 %-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი განახლებული პროგნოზით 5%-თან ახლოსაა და ვარაუდობს , რომ ინფლაცია 5% – 5.5%-ის შუალედში შენარჩუნდება. ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და 12 მილიარდ 925 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად ევროკავშირი რჩება. ამასთანავე, პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა ფულადი გზავნილების მიმართულებით.

საგარეო ვაჭრობისა და გზავნილებისგან განსხვავებით, კლება დაფიქსირდა ტურიზმის სექტორში. მინისტრის პირველი მოადგილე მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ახლო აღმოსავლეთში დაწყებული საომარ  მოქმედებებს ასახელებს.