''ფერონი'' - დღეს პრემიერაა

16 ივნ 2017

"ფერონი"_ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის  პრემიერა დღეს 21 საათზე გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში გაიმართება. სპექტაკლი ოთხი მოქმედებისგან შედგება და იგი შეზღუდული შესახლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

წარმოდგენაში  7 მსახიობი ადამიანური სისუსტეების შესახებ შინაგან პროტესტს გამოხატავს. სოციალური დრამის რეჟისორი გიორგი გიოვანია. სპექტაკლი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დაიდგა.