„დინამო“ ბათუმმა სტუმრად გორის „დილასთან“ ფრე ითამაშა

14 სექ 2026

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის გახსნით მატჩი „დინამო ბათუმი“ სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გატანილი გოლით თავი ლაშა მენთეშაშვილმა გამოიჩინა. ბათუმელებმა წონასწორობის აღდგენა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შეძლეს.

45-ე წუთის მეორე დამატებულ წუთზე „დინამო ბათუმის“ მხრიდან გოლი ლუკა წულუკიძემ გაიტანა და გუნდები შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის 63-ე წუთზე კი, იმრანის გოლით, შეხვედრაში ამჯერად სტუმრები დაწინაურდნენ. 82-ე წუთზე  შოთა შეყილაძის ჩაწოდების შემდეგ „დინამოს“ მცველმა, ენეს მაჰმუტოვიჩმა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ დროისთვის, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 44 ქულით „დინამო ბათუმი“ ლიდერობს. თუმცა უახლოესი კონკურენტი „რუსთავი“ 26-ე ტურის შეხვედრას დღეს, სტუმრად „მეშახტესთან“ ჩაატარებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, შინ, ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს.