„კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა“ - კონფერენცია

14 სექ 2026

ბათუმში Erasmus+ პროექტის - „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ - ამ სახელწოდების  კონფერენცია მიმდინარეობს.  

კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული პროფესორები მონაწილეობენ. 

პროექტის მიზანი ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკის, სანდოობისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების გაძლიერება, აკადემიური არაკეთილსინდისიერების პრევენცია  და თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის დანერგვაა. 

პროექტი 2022 წელს დაიწყო და 2027 წლის იანვრამდე გაგრძელდება. მისი კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასში საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად სახელმწიფო უწყებები და სამეცნიერო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.

ღონისძიება 14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.