შეხვედრა მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებთან

14 სექ 2026

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული მასწავლებლების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება - ამის შესახებ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები და საქართველოს განათლების მინისტრი ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. 

საუბარი ასევე შეეხო ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გივი მიქანაძემ PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.