ფოტოხაფანგმა ხე-ტყის უკანონო ჭრა დააფიქსირა

14 სექ 2026

შიდა ქართლში სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 129 ძირი მუხის სახეობის ხე, საერთო მოცულობით 5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.

სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი კი შემდგომი განკარგვის მიზნით ხაშურის საქმიან ეზოში გადაიტანეს.