საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება საზეიმო მიღებით აღნიშნეს ხელვაჩაურში

14 სექ 2026

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება საზეიმო მიღებით აღნიშნეს ხელვაჩაურში.  ბავშვებისთვის ღონისძიება პირველ და მეორე საბავშვო ბაღებში გაიმართა.  ხელვაჩაურში დღეს სააღმზრდელო პროცესი 14  ბაღში განახლდა.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სამ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა, სოფელ ერგესა და განთიადში კი ახალი ბაღების მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება აღსაზრდელთა რაოდენობას, წელს 360 ბავშვი ჩაირიცხა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი სულ 1100 აღსაზრდელია რეგისტრირებული.