ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

14 სექ 2026

რეგიონის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი  დაიწყო. აღსაზრდელები ახალ სააღმზრდელო პროცესს განახლებულ, თანამედროვე შენობაში გააგრძელებენ.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ქალაქს  9 ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება.

წლის ბოლომდე 4, ხოლო 2027 წლისთვის 2 საბავშვო საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება.  

ბათუმის საბავშვო ბაღებში წელს  2500 ბავშვი ჩაირიცხა. ქალაქის მასშტაბით კი სულ 7 ათას 760  აღსაზრდელია რეგისტრირებული.