13 სექ 2026
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის დაკავება პოლიტიკურ სპექტრში რადიკალურად განსხვავებული შეფასებების კიდევ ერთ მიზეზად იქცა.
თანაგუნდელები და ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების გამო პოლიტიკოსის დაჭერა პოლიტიკურად მოტივირებულია.
სახელისუფლებო გუნდში კი იმ შედეგებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით ბარამიძის მორალატეობრივმა განცხადებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 7 აგვისტოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბარამიძე ორი დღის წინ დააკავა.