ტრამპი ირლანდიის გაერთიანების მომხრეა

12 სექ 2026

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა  ბრიტანული ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან გაერთიანებას. ეს განცხადება დუბლინში ვიზიტის დროს გაკეთდა და ჩრდილოეთ ირლანდიაში პრობრიტანელი იუნიონისტების მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
ტრამპმა ეს კომენტარი რამდენიმე კვირის შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბარნემმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, პოზიცია, რომელიც  დაუნინგ სტრიტმა უცვლელად დატოვა.
1998 წლის დიდი პარასკევის შეთანხმების პირობების თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებისამებრ შეიძლება. 
შეთანხმებამ დაასრულა სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ძალადობა ირლანდიელ ნაციონალისტებსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენის მომხრე იუნიონისტებს შორის. აშშ-ის მთავრობამ შუამავლის რანგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.