12 სექ 2026
გიორგი ბარამიძის დაკავებიდან მალევე გენერალურ პროკურატურასთან გუშინ ბარამიძის მეგობრები და მისი თანაპარტიელები შეიკრიბნენ და ამ ფორმით თანაგუნდელის დაპატიმრება გააპროტესტეს. როგორც თავად აცხადებენ, ბარამიძის დაკავება ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ფაქტს ეხმიანებიან სახელისუფლებო პარტიაშიც. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბარამიძის განცხადებებმა საქართველოს წინააღმდეგ მძიმე პრეტენზიების წაყენების საფრთხე შექმნა, საერთო კონტექსტი კი პროცესის ორკესტრირებულ ხასიათზე მიუთითებს.