12 სექ 2026
განათლების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა. გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, გივი მიქანაძეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2026 წელს 18 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 321 კურსდამთავრებული ჰყავს.