თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

12 სექ 2026

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი თეატრალური ეპიზოდები, საარქივო მასალა და საოპერო არიები ორი გამოჩენილი ქართველი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებით გზასა და ქართული ოპერის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს წარმოაჩენდა.
გალაზე შესრულდა არიები ოპერებიდან: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „კარმენი“ და სხვა ცნობილი საოპერო ნაწარმოებებიდან. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით  გაიმართა.