12 სექ 2026
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.