11 სექ 2026
საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ ფიბას საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ბუბა ბერიშვილის გუნდი 13 სექტემბერს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გაემგზავრება, სადაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზურისთვის იბრძოლებს.
„ბათუმელები“ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას 16 სექტემბერს გამართავენ. მათი მეტოქე შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონი — „ფრიბურგ ოლიმპიკ ბასკეტი“ იქნება. წარმატების შემთხვევაში, ბათუმი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მარცხის შემთხვევაში კი, შავიზღვისპირელები ასპარეზობას ფიბას ევროპის თასზე გააგრძელებენ.
წელს ევროთასებზე კიდევ ერთი ქართული კლუბი ითამაშებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობას ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში მიიღებს.