11 სექ 2026
ქობულეთში ხინოწმინდობას აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაული ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმართება და ორ ეტაპად ტარდება.
დღეს სამონასტრო კომპლექსის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით “პატრიარქი ილია II და საქართველო”. კონფერენციაში მეცნიერები, ისტორიკოსები და მკვლევარები მონაწილეობდნენ. მას ხინოწმონდას სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი მამა ევდემოზი ხელმძღვანელობდა.
კონფერენციას ესწრებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსიც. ლაშა მიქელაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მონასტრის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
კონფერენციამდე ხინოწმინდის მონასტერში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. სახალხო ზეიმი საგანმანათლებლო და კულტურულ ხასიათს ატარებს, შესაბამისად მის ფარგლებში ხინოწმინდა მუსიკალურ და ლიტერატურულ ღონისძიებასაც უმასპინძლებს.