11 სექ 2026
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ინტერვიუ ჩინეთის ტელეარხ CGTN-ს მისცა.
მინისტრის მოადგილემ ჩინეთში მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS 2026 მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს ეროვნული პავილიონი პირველად იყო წარდგენილი.
როგორც ინტერვიუში ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, CIFTIS - ის პლატფორმა მონაწილე ქვეყნებსა და კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს, გამოფენაში მონაწილეობა კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.